პროფესიული სემინარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, პროცესის თავისებურებები და დაცვის ეფექტური მიდგომები დაგეგმილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და ჩატარდება 2026 წლის 16 მაისს. სემინარი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის - იურისტებისთვის/ადვოკატებისთვის.
სემინარის მიზანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროცესის თავისებურებების სიღრმისეული ცოდნის გაზიარება. სემინარის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სემინარის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
სემინარს გაუძღვება დარგის მაღალკვალიფიციური ექსპერტი, მოსამართლე ეკა არეშიძე.
სემინარის ფორმატი და სწავლების მეთოდი:
სემინარით გათვალისწინებული მოდულები განხორციელდება ჰიბრიდული, როგორც ფიზიკური, ასევე, დისტანციური ფორმატით. ადვოკატებს/იურისტებს რომლებიც საქმიანობენ რეგიონში შესაძლებლობა ექნებათ სემინარს დაესწრონ დისტანციურად. სემინარის ფარგლებში სწავლების მეთოდად გამოყენებული იქნება პრობლემებზე ორიენტირებული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოს განხილვის, სასამართლო და მმართველობითი პრაქტიკის ანალიზის, ინდივიდუალური დავალების შესრულების, კითხვა-პასუხის და სხვა რელევანტური მეთოდები.
სემინარის ხანგრძლივობა და შინაარსი:
სემინარი ჩატარდება 2026 წლის 16 მაისს, 10:30 საათიდან - 17:00 საათამდე, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში (მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1, დიღომი). სემინარზე რეგისტრაცია 2026 წლის 14 მაისის 13:00 საათამდე გაგრძელდება. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ჯამში - 06 საათს.
სემინარი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში, როდის და რატომ არის ის სტრატეგიული, ტენდენციები, გამამართლებელი ვერდიქტების დინამიკა, რისკების შეფასება;
- ნაფიც მსაჯულთა შერჩევა როგორც დაცვის პირველი სტრატეგიული ბრძოლა, მიკერძოების გამოვლენა, კითხვების ტაქტიკა, აცილების გამოყენება;
- საქმის არსის წარმოდგენა ნაფიც მსაჯულთა წინაშე, მტკიცებულებების სტრატეგიული მართვა, შესავალი სიტყვა, მტკიცებულებების გამოკვლევა;
- შეჯიბრებითობა ნაფიც მსაჯულთა პროცესში, ადვოკატის აქტიური ტაქტიკა და გავლენის მექანიზმები, მხარესთან კომუნიკაცია, მოწმესთან და დაზარალებულთან ურთიერთობის ტაქტიკა დაკითხვის პროცესში, სასამართლოსთან კომუნიკაცია;
- ნაფიც მსაჯულთა პროცესის სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში, სამართლიანი სასამართლოს სტანდარტი, მსაჯულთა მიუკერძოებლობა, ვერდიქტის დასაბუთების პრობლემა;
- ვერდიქტი ნაფიც მსაჯულთა პროცესში, დაცვის სტრატეგია მტკიცებულებათა გამოკვლევამდე და შემდეგ, დასკვნითი სიტყვა, ალტერნატიული ვერდიქტის შესაძლებლობა, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, მიმოხილვა.
სემინარის საფასური შეადგენს 350 ლარს. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ და ატვირთოთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული რეკვიზიტები.
საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და სემინარის დასახელება:
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"; ანგარიშის N GE27BS0000000004836000
სარეგისტრაციო პროცესში, კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 032 2 98 78 78 (შიდა ნომერი 5).




